- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
შპს " თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის აღმრიცხველის თანამდებობაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო /პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
დამატებითი მოთხოვნები:
- საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში შემუშავებული კომერციული ციკლის შესაბამისად გაზის მრიცხველის ზუსტი ჩვენების აღება, მრიცხველზე მკაფიოდ გარჩევადი (ხარისხიანი) ფოტოსურათის გადაღება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ობიექტური მიზეზით შეუძლებელია ფოტოს გადაღება) და პლანშეტურ კომპიუტერში დაფიქსირება;
- აბონენტებისათვის ქვითრების, შეტყობინებების, ხელშეკრულებების და სხვა საჭირო დოკუმენტების დადგენილ ვადაში მიწოდება;
- აბონენტებთან მოწყობილი აღრიცხვის კვანძის, გამანაწილებელი ქსელის, გაზის დანადგარების და ხელსაწყოების დათვალიერება, დათვალიერების შედეგების შეტანა შესაბამის რეესტრში ან/და აღრიცხვის ელექტრონულ საშუალებაში;
- თავის სამოქმედო არეალში გაზგამანაწილებელი ქსელის სისტემატიური მეთვალყურეობა, მასზე შესაძლო თვითნებური მიერთებისა და გაზის დატაცების ფაქტების გამოსავლენად;
- თავის სამოქმედო არეალში რეგისტრირებული აბონენტების საკონტაქტო მონაცემებში ცვლილებების დაფიქსირება და ასახვა შესაბამის რეესტრებში ან/და აღრიცხვის ელექტრონულ საშუალებაში;
- აღრიცხვის კვანძებზე ლუქების და დალუქვის მთლიანობის შემოწმება და თითოეული დარღვევის ფაქტის შესახებ ინფორმაციის დადგენილი წესით გადაცემა;
- მომხმარებლებთან დამონტაჟებული გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების აღწერა (ინვენტარიზაცია), მრიცხველის წარმადობასთან გადამეტების, ასევე სხვა დარღვევების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება;
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
- რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს covid-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- მეგობრულ გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
ანაზღაურება შეთანხმებით;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელ- ფოსტაზე: vacancies@te.ge და ელ-ფოსტის "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 13.08.2022
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ვებ-გვერდით - https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებას!