კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსი/გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
13 ივლ - დღეს
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"Caucas Transport Solutions - CTS" არის გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის წარმომადგენელი საქართველოში ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან და აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს.
"Caucas Transport Solutions - CTS " ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო გადაზიდვებს და ლოჯისტიკურ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებებით. დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ვებ. გვერდზე: www.ctsco.ge

"Caucas Transport Solutions - CTS " აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
           

კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსი
             

 ფუნქცია- მოვალეობები:

  • გაყიდვების ჯგუფის მართვა; სამუშაოს დაგეგმვა და განაწილება; შესრულებული სამუშაოს კონტროლი და შეფასება.
  • გაყიდვების ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება და ჯგუფში დანერგვა;
  • პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების გამოვლენა და დაინტერესება
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა და პრეზენტაციების ჩატარება; პროდუქტების შეთავაზება;
  • არსებულ კლიენტებთან მუდმივი კავშირი, მათთვის სიახლეების გაცნობა და სერვისის შეთავაზება;
  • კომპანიისთვის საინტერესო, ტენდერების მოძიება, მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • კონკურენტი კომპანიების მუშაობის სტრატეგიის შესწავლა და ანალიზი;
  • მენეჯმენტისათვის გუნდის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ ყოველთვიური  რეპორტინგის მომზადება და წარდგენა;
  • როგორც პირადი, ისე ჯგუფის ჯამური გაყიდვების გეგმის შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
  • სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ლოჯისტიკურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;

 

გაყიდვების მენეჯერი:

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება;
  • შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
  • პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში ჩართულობა და დროული რეაგირება;
  • გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება  გაყიდვების სფეროში (ლოჯისტიკურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)

     

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;

 

კომპანია გთავაზობთ მაღალ ფიქსირებულ საბონუსე სისტემას, ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტს, კორპორატიულ ნომერს და ტრანსპორტით უზრუნველყოფას (შეხვედრების ორგანიზებისათვის) 

 

თუ გსურთ შემოუერთდეთ CTS Logistics-ის გუნდს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@ctsco.ge
(გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც გსურთ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.) გისურვებთ წარმატებებს.
 

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი,
კორპორატიული კლიენტები (B2B)