საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ასისტენტი/ანაზღაურებადი სტაჟირება
თბილისი
  • სტაჟირება
24 ივნ - 08 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დააზღვიე კარიერა, მიიღე შენი პირველი სამუშაო გამოცდილება ევროინს ჯორჯიაში!

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" სტუდენტებს გთავაზობთ სწავლაზე მორგებულ მოქნილ სამუშაო გრაფიკს და გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება თქვენი მომავალი კარიერისთვის კომფორტულ და მეგობრულ გარემოში გამოცდილ თანაგუნდელებთან ერთად.

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პოზიციაზე: საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ასისტენტი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • დროის მართვის უნარი;
  • ინდივიდუალურად და გუნდში მუშაობის უნარები;


განაცხადები მიიღება 2022 წლის 07 ივლისამდე დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ - "სტაჟირება".

ევროინს ჯორჯია გისურვებთ წარმატებებს.

წინამდებარე ვაკანსიის განცხადების შესაბამისად თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე ან სხვა დოკუმენტაცია (ერთად ან ცალცალკე) შესაძლოა შეცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების და განვითარების მიზნით. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამის ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვაკანსიის განცხადებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში).

დაზღვევა
სადაზღვეო აგენტი/კონსულტანტი