კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 1 - 2 წლამდე
- ინგლისური,რუსული
24 ივნ - 04 ივლ
ვიპ


„დასაქმების სააგენტი ეიჩარის“ შერჩევის განყოფილება, ეძებს თანამშრომელს კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
დასაქმების სააგენტო ეიჩარი დაარსდა 2006 წელს და ამჟამად წამყვანი ადგილი უჭირავს საქართველოს დასაქმების ბაზარზე.
სამუშაოს აღწერა:
- იმეილ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან
- კლიენტების მოძიება/მოზიდვა კერძოდ კომპანიებთან ურთიერთობა და მათთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება
- მომსახურების შეთავაზება, პრეზენტაციის გაგზავნა და ჩატარება
- შეხვედრების დაგეგმვა და საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება
- შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება
- პოტენციურ ან/და უკვე ბაზაში არსებულ კლიენტ კომპანიებთან კომუნიკაცია
- არსებული ბაზის დამუშავება და განვითარება
- გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა
- გაყიდვების გეგმის შესრულება
- კომპანიის მომსახურების (პროდუქტების) ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
- დოკუმენტაციის მომზადება: კონტრაქტები, ინვოისების და სხვა
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ახალი კურსდამთავრებული)
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით
- ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ინგლისური (სავალდებულოა სრულყოფილი ცოდნის დონე), რუსული (სასურველია, სრულყოფილი ცოდნის დონე)
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, MS PowerPoint
პიროვნული უნარები და მახასიათებლები:
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- მოტივირებული
- შედეგზე ორიენტირებული
- სწრაფად ათვისების უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელური
- დეტალებზე ორიენტირებული
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- განვითარებაზე ორიენტირებული
- შეფასების და ანალიზის უნარი
- შრომისმოყვარე
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: project10@hr.ge
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)