ტექნიკური ზედამხედველი
სამშენებლო კომპანია
- სრული განაკვეთი
- 1500 - 1500
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
- ინგლისური,რუსული
24 ივნ - 24 ივლ
სტანდარტი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
- პროექტებში არსებული ტექნიკური საკითხების გადამოწმება, სპეციფიკაციის შედგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება.
- არსებული ტექნიკური პრობლემური საკითხების ოპტიმალურად გაუმჯობესების სპეციფიკაციის მომზადება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
- პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟირნო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება, განხილვა საპროექტო გუნდთან და პროექტის მენეჯერთან ერთად;
- სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების აღრიცხვიანობა, კონტროლი;
- სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
- ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების მონიტორინგი და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინერის განხრით);
- ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი;
- არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft project, AutoCAD, ArchiCAD);
- სასურველია რუსული და/ ან ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- კრიზისული სიტუაციების მართვა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 1500 ლარი
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy.info.mc@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ტექნიკური ზედამხედველი
სამშენებლო, უძრავი ქონება
მშენებლობა(ზოგადი)