შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
სამშენებლო კომპანია
- სრული განაკვეთი
- 1200 - 1200
- ბაკალავრი
- 1 - 2 წლამდე
- ინგლისური,რუსული
დღეს - 24 ივლ
სტანდარტი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სამშენებლო ობიექტზე საერთაშორისო სტანდარტების და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შრომის უსაფრთხოების პირობების დანერგვა;
- ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის სტანდარტების შესაბამისად შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
- ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სისტემის და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურის დაცულობის უზრუნველყობა;
- კომპანიის კუთვნილი ტექნიკის ექსპლუატაციაზე უსაფრთხოების ზომების შემუშავება და მათი რეალიზაციის გზების დანერგვა;
- სამშენებლო პროექტის რეგულარული ინსპექტირება;
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება;
- შრომის უსაფრთხოების საკითხებზე შესაბამისი სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება;
- პერიოდული ანალიზის საფუძველზე შრომის უსაფრთხოების პირობებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება და ორგანიზაციის მენეჯმენტისათვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის/ნორმატიული/სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (სასურველი);
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა.
ანაზღაურება: 1200 ლარი
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy.info.mc@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი