სამშენებლო პროექტის მენეჯერი
თბილისი
სამშენებლო კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • 3000 - 3000+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
24 ივნ - 24 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო კომპანია  აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტების სრული პროცესის ზედამხედველობა; 
  •  სამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის/შესრულების რეგულარული კონტროლი, შეხვედრა და ეფექტური მოლაპარაკების წარმოება კონტაქტორებთან; 
  •  კომუნიკაცია პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ პირებთან; 
  •  სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება; 
  •  სამშენებლო პროექტის ფინანსური კონტროლი, რეგულარული ჩართულობა პროექტის ბიუჯეტირებაში; 
  •  სამშენებლო პროცესების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი; 
  • ბიუჯეტის, ვადების, სტანდარტის და ხარისხი კონტროლი; 
  •  საპროექტო გეგმების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილების შეტანა; 
  •  პერიოდულად სამშენებლო ობიექტის ვიზიტი, დათვალიერება და შემოწმება. 
  •  ხელმძღვანელობასთან პროექტის მიმდინარეობის ეტაპებისა და შესაბამისი შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:                                                                                    

  • უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინრის სფეროსთან განხრით/ან ბიზნეს ადმინისტრირება); 
  • პროექტის მენეჯრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;  
  •  ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვის უნარი;  
  • სამშენებლო სამართლებრივის ნორმების და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა; 
  • სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;  
  • პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad). 

 

პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;  
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;  
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;  
  • ეფექტური კომუნკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;  
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

 

ანაზღაურება: 3000ლარი + ბონუსი 

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  vacancy.info.mc@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პროექტის მენეჯერი 

სამშენებლო, უძრავი ქონება
სამშენებლო პროექტების მართვა