განვითარების მენეჯერი
სამშენებლო კომპანია
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 3 - 5 წლამდე
- ინგლისური
დღეს - 24 ივლ
სტანდარტი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციის ზრდისა და გაფართოების პროცესის დაგეგმვა და მართვა ;
- ახალი პროექტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება მესაკუთრეებთან;
- საჭიროების შემთხვევაში უძრავი ქონების სააგენტოებთან და სხვა ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა;
- პოტენციური პროექტების ბაზის შექმნა, ახალი იდეებისა და სტრატეგიების შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- პოტენციური პროექტის ფინანსური ანალიზის გაკეთება;
- უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება- უპირატესობა მიენიჭება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებას;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Photoshop, Internet);
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
- ინგლისური ენის ცოდნა ;
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy.info.mc@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: განვითარების მენეჯერი
TOP მენეჯმენტი
ბიზნესის განვითარება/სტრატეგია