კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
23 ივნ - 23 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ , რომელიც ბაზარზე ოპერირებს 11 წელზე მეტია ეძებს გუნდის წევრს კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ბათუმში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  დაქვემდებარებაში არსებული თითოეული გაყიდვების მენეჯერისთვის პირადი გეგმის შემუშავება და შესრულების კონტროლი
  •  თანამშრომლების გადამზადებისა და ატესტაციის უზრუნველყოფა
  •  კლიენტთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობა, როგორც პირადი კლიენტების ასევე ჯგუფის წევრების
  •  პირადი გაყიდვების წარმოება (კლიენტის მოძიება, საჭიროების დადგენა, შეთავაზების მომზადება, პრეზენტაციის ჩატარება)
  •  დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ კლიენტთან შეთავაზების გაგზავნამდე პირობების გაანალიზება და განხილვა
  •  ყოველდღიურად თანამშრომლებთან კომუნიკაცია, კვირის გეგმის დასახვა და ჯგუფის მუშაობის მონიტორინგი
  •  არსებული კლიენტების სადაზღვევო პრემიების გადახდების კონტროლი და აღნიშნული პროცესის ოპტიმიზაციის და ადმინისტრირების მიზნით შესაბამის დეპარტამენტებთან მუდმივი თანამშრომლობა
  •  ჯგუფის დაკომპლექტება ადამიანური რესურსების დეპარტამენტთან და გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორთან ერთად
  •  პასუხისმგებლობა ყოველთვიური და ყოველკვარტალური გეგმების შესრულებაზე

 

 

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საკომისიო + ბონუსი

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
  •  მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამცდილება
  •  უცხო ენების ცოდნა (ინგლისური რუსული)
  •  მიმდინარე KPI-ის (გეგმის) შესრულება
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

 

· სასურველია გაყიდვების მიმართულებით გავლილი ტრენინგის სერთიფიკატის წარდგენა

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით კანდიდატი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.

დაზღვევა
კორპორაციული გაყიდვები (დაზღვევა)