კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • რუსული,ინგლისური
23 ივნ - 23 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ , რომელიც ბაზარზე ოპერირებს 11 წელზე მეტია ეძებს გუნდის წევრს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  პოტენციური კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა, კონკრეტული პროდუქტის/ების შეთავაზება;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან სანდო და მყარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ლოიალობისა და კმაყოფილების გაზრდა;
  •  შეთავაზებების მომზადება, გაყიდვების განხორციელება, გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
  •  არსებული კლიენტების სადაზღვევო პრემიების გადახდების კონტროლი
  •  ყოველდღიურად ფაიფლაინის წარმოება შესაბამის პროგრამაში.

 

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საკომისიო + ბონუსი

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება
  •  სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში ან სადაზღვევო სფეროში
  • ·სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით კანდიდატი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.

დაზღვევა
კორპორაციული გაყიდვები (დაზღვევა)