კორპორატიული გაყიდვების უფროსი მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
23 ივნ - 23 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ , რომელიც ბაზარზე ოპერირებს 11 წელზე მეტია ეძებს გუნდის წევრს კორპორატიული გაყიდვების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  ახალი თანამშრომლების გადამზადების უზრუნველყოფა და მენტორის მოვალეობის შესრულება
  •  პოტენციური კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა, კონკრეტული პროდუქტის/ების შეთავაზება
  • არსებულ და ახალ კორპორატიულ და საცალო კლიენტებთან სანდო და მყარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ლოიალობისა და კმაყოფილების გაზრდა
  •  არსებული ხელშეკრულებების პროლონგაციაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება
  •  არსებული კლიენტების სადაზღვევო პრემიების გადახდების კონტროლი და აღნიშნული პროცესის ოპტიმიზაციის და ადმინისტრირების მიზნით შესაბამის დეპარტამენტებთან მუდმივი თანამშრომლობა
  • არსებული და ახალი არხების განვითარება, ბაზების მართვის პროგრამის გამოყენებით
  •  შეთავაზებების მომზადება, გაყიდვების განხორციელება, გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
  •  კორპორატიული და საცალო კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი
  •  ყოველდღიურად ანგარიშის წარმოება შესაბამის პროგრამაში

 

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საკომისიო + ბონუსი

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება
  •  სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
  •  კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • მინმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (სასურველია იყოს სადაზღვევო სფეროდან)
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

 

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით კანდიდატი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა

დაზღვევა
კორპორაციული გაყიდვები (დაზღვევა)