მედიცინის პროგრამების კოორდინატორი/მედიცინის პროგრამების მიმართულებით
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 1 - 2 წლამდე
- ინგლისური
23 ივნ - 07 ივლ
სტანდარტი


კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტი აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტის კოორდინატორის პოზიციაზე ( მედიცინის პროგრამების მიმართულებით)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი;
- საგანმანათლებლო/სამედიცინო დაწესებულებაში აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 1 წელი);
- უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურის, კურიკულუმის, სილაბუსისა და პროგრამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
დამატებითი მოთხოვნები:
- ორგანიზაციული მართვის უნარი;
- სტუდენტებთან და პერსონალთან საქმიანი და კორექტული ურთიერთობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კოორდინატორი თავისი ფუნქციის ფარგლებში ასრულებს ყველა საჭირო ადმინისტრაციულ ღონისძიებას, რაც საჭიროა შესაბამისი მიმართულების სასწავლო პროგრამების ეფექტურად განხორციელებისთვის და ევალება:
- მედიცინის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტების აკადემიური მიღწევების მონიტორინგი და კონსულტირება პროფილის დაგეგმვის და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში.
- სტუდენტთა შიდა და გარე მობილობის პროცესის ორგანიზება და პროგრამული შესაბამისობების დადგენა (ნასწავლის აღიარება და დასკვნის მომზადება);
- დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტთა სასწავლო ბარათების რევიზია და ხარისხის მინიჭებისთვის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.
- საგანმანათლებლო პროგრამების სილაბუსების იმპლემენტაცია სასწავლო პროცესის მართვის პროგრამაში და მათი მონიტორინგი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- სამუშაო საათების რაოდენობა: 40 საათი კვირაში
- გამოსაცდელი ვადა: ექვსი თვე ( ანაზღაურებადი)
კონკურსის პირობები :
- საკონკურსო განაცხადების გადარჩევა
- გასაუბრება
- საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება: 22.06.2022- 06.07.2022
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე : hr@ciu.edu.ge
მეცნიერება/განათლება
უნივერსიტეტი
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი