დირექტორის ასისტენტი
ყვარელი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
23 ივნ - 23 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ქინძმარაულის მარანი“ აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ყვარელი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  •  შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
  •  სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება;
  •  საქმიანი კორესპონდენციის წარმოება;
  •  შეხვედრების ორგანიზება;
  •  თანამშრომელთა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეგროვება;
  •  საკანცელარიო ნივთების მარაგების კონტროლი და შესაბამისი შესყიდვების განხორციელება;
  •  ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  •  უმაღლესი განათლება;
  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  •  ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (B2 დონე);
  •  MS Word, Excel, Outlook, PowerPoint - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  •  დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  პუნქტუალურობა;
  •  ორგანიზებულობა.

 

გარანტიები:

  •  კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  •  უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

შპს „ქინძმარაულის მარანი“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
პირადი ასისტენტი