ხარისხის მენეჯერი/დეგუსტატორი
თბილისი
„ჯი-ემ-თი გასტრონომია“
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
23 ივნ - 23 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ჯი-ემ-თი გასტრონომია“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის/დეგუსტატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - მთაწმინდის ზედა პლატო, ფუნიკულიორის კომპლექსი

გრაფიკი - 40 სამუშაო საათი კვირაში

„ჯი-ემ-თი გასტრონომია“ აერთიანებს განსხვავებული კონცეფციის ოთხ სარესტორნო სივრცეს. მის შემადგენლობაში შედის ფუნიკულიორის კომპლექსი, სახაბაზო „პური გულიანი“, გასტრონომიული დუქანი „რიგი“ და „პური გულიანი ექსპრესი“.

კომპანიის მთავარი ამოცანაა სტუმარმასპინძლობის სფეროში საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ახალი და მრავალფეროვანი პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • აღნიშნული პოზიციის ძირითადი ამოცანაა კერძების დამზადების ხარისხის პროცესის კოორდინირება, კერძების ვიზუალის სტანდარტთან შესაბამისობისა და კერძის გემოვნური თვისებების კონტროლი;
  •  ყოველდღიურად კერძების გემოს, ვიზუალის, ზომის და ხარისხის კონტროლი;
  •  გემოვნური თვისებების შემოწმება პერმანენტულად;
  •  მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების წარდგენა;
  •  კერძების დამზადებისთვის საჭირო პროდუქტების, მიღებული ნედლეულის ხარისხის პერიოდული შემოწმება;
  •  მომხმარებელთა კმაყოფილების ხარისხის ყოველდღიური მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;

 

მოთხოვნები:

  •  განათლება კვების ტექნოლოგიის მიმართულებით - სასურველია;
  •  აღნიშნულ პოზიციაზე ან მზარეულის პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  •  სტუმართმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

 

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება HR დეპარტამენტსა და გენერალურ მენეჯმენტთან;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@gmtgroup.ge სათაურის ველში მიუთითეთ “ ხარისხის მენეჯერი/დეგუსტატორი“.

გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
კვების ტექნოლოგი (Q&A)