მოლარე-კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 550 - 600+ ბონუსი
  • რუსული,ინგლისური
24 ივნ - 23 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995577936336

ბრენდული ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია ,,SKECHERS ”- აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  •  მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და სწორად შერჩეული პროდუქციის შეთავაზება;
  •  მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
  •  მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ფასების კონტროლი;
  •  სალაროსთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
  •  საქონლის მიღება, დათვლა (ახალი კოლექციის მიღებისას);
  •  სამუშაო გარემოს მოწესრიგება.

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

  •  სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
  •  სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
  •  გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  •  მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  •  ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების უნარი.

 

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

სამუშაო გრაფიკი: სრული (8 საათი).

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სითი მოლი, ვაჟა-ფშაველას 70; ისთ ფოინთი, ალ. თვალჭრელიძის 2.

სტაჟირების ვადა: 5 დღე.

ანაზღაურება: სითი მოლი - 600 + ბონუსი; ისთ ფოინთი - 550 + ბონუსი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: mari.a@rgx.ge

Subject ველში მიუთითეთ ფილიალის დასახელება, რომელშიც გსურთ მუშაობა;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995577936336

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე