იურისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
23 ივნ - 23 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ჯორჯიან მანგანეზის იურიდიული დეპარტამენტის გუნდი გაფართოების მიზნებიდან გამომდინარე აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. 

ადგილმდებარეობა: თბილისი 

სამუშაო განაკვეთი:  სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00 სთ) 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მხარდაჭერა (მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი ნასყიდობის ურთიერთობები, საიჯარო ურთიერთობები, მომსახურება და ა.შ.); 
  • კომპანიის საქმიანობისთვის აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება ან/და მათი სამართლებრივი ანალიზი (მათ შორის კომპანიის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტები, შემოსული ან გამავალი კორესპონდენცია და ა.შ.); 
  • კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; 
  • კომპანიის წარმომადგენლობა საჯარო და კერძო დაწესებულებებში; 
  • შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი ანალიზი და აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; 
  • კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება. 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება 
  • ენები:  ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (რუსულ და ინგლისურ ენებზე არსებულ სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობა, ზეპირი კომუნიკაცია, წერა, დრაფტინგი). 
  • საოფისე პროგრამები:  Microsoft Office 

 

საკონკურსო პროცედურა: 

  • პირველი ეტაპი - რეზიუმეების გადარჩევა; 
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება; 
  • მესამე ეტაპი - სამართლებრივი ცოდნის შემოწმება და თარგმანი. 

 

ბენეფიტები: 

  • ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • სატელეფონო ლიმიტი  

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პიროვნული თვისებები მოტივაციის, განვითარებაზე ორიენტირებულების და პასუხისმგებლობის გრძნობის ნაწილში; შესაბამისად, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge 

გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:  „იურისტი“ 

 

იურიდიული
იურისტი