სოციალური მედიის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
23 ივნ - 23 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "RedSource" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე ქართული და ინგლისურენოვანი პროექტებისთვის.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00-18:00

ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავებში მონაწილეობის მიღება;
  •  კომპანიაში არსებული პროექტების პოპულარიზაციაზე ზრუნვა, კონტენტის შექმნა, როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ ბაზარზე;
  •  სოციალურ ქსელებში მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  •  პროექტების სოციალური არხების (Facebook, Instagram, Linked-In და სხვ.) მართვა;
  •  სარეკლამო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და შედეგების ანალიტიკა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  სოციალური მედიის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  •  ამერიკულ ბაზარზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
  •  ქართულისა და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  Facebook, Instagram, Linkedin - ის მართვის გამოცდილება, რეკლამის განთავსება შესაბამის პლატფორმებზე, აუდიტორიის სწორად შერჩევა;
  •  სასურველია გამოცდილება SEO ოპტიმიზაციის მიმართულებით;
  •  სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Programes, Facebook Ads Manager, Google Ads, Google Analytics).

 

პიროვნული თვისებები:

  •  შემოქმედობითი;
  •  კრეატიული;
  •  პუნქტუალურული და ორგანიზებული;
  •  კომუნიკაბელური.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  კომფორტულ და მხიარულ გარემოს;
  •  პროფესიულ ზრდასთან დაკავშირებულ საკვალიფიკაციო ტრენინგებს;
  •  პერსონალური განვითარების შესაძლებლობას;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას;
  •  გლობალურ პროექტებში მუშაობის შესაძლებლობას;
  •  კრეატიულ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: hrcentervacancies@gmail.com მნიშვნელოვანია: კომპანია არ განიხილავს თქვენს კანდიდატურას თუ რეზიუმესთან ერთად არ გექნებათ გადმოგზავნილი თქვენი ნამუშევრების პორტფოლიო.

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი