- სრული განაკვეთი
- 600 - 600
- ბაკალავრი
- რუსული,ინგლისური
ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი. აბაშიძის 65
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 ან 11:00-19:00, ყოველ მეორე შაბათს 09:30-14:30.
ანაზღაურება: 600 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- პაციენტების რეგისტრაცია;
- ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
- დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
- სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა და კლინიკის მენეჯერის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
- ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები
- ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ელ.ფოსტაზე: medicalcompanyjobs@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.