გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700+ ბონუსი
  • 1 - 2 წლამდე
  • რუსული
22 ივნ - 22 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია “ბაუმა“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში. 

ბაუმა სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს.  სრული ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს  https://bauma.ge/  

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატ. #232,  დიდუბე , წერეთლის გამზ. #150.

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 

ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი (რეალიზაციიდან გამომდინარე) 

დასვენება: კვირაში ორი დღე 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • მეგობრულ გუნდს და კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო პაკეტი); 
  • განვითარების შესაძლებლობას; 
  • გისურვებთ წარმატებას! 

 

ფუნქცია/მოვალეობები: 

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია, პროდუქციის პრეზენტაცია და შეთავაზება; 
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათ შორის არსებული განსხვავების შესახებ კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა; 
  • კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა; 
  • სავაჭრო ობიექტში არსებული პროდუქციის პერიოდული ინვენტარიზაცია, მარაგის კონტროლი; 
  • პროდუქციის მიღება და ნაშთების კონტროლი; 
  • პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა; 
  • რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება;  
  • 1С პროგრამაში მუშაობა; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა. 

 

უნარები: 

  • გამართული მეტყველების უნარი; 
  • პროდუქციის სწრაფად შესწავლის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა; 
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; 
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები. 

 

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: a.bikashvili@bauma.ge, ხოლო სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი). 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი