გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
02 ივლ - 22 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

C9 - ICT გადაწყვეტილებების პროვაიდერი კომპანიაა. ჩვენი მიზანი, კორპორაციული და საჯარო სექტორისათვის, თანამედროვე ტექნოლოგიური პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების მიწოდებაა.

კომპანიის ძირითადი სერვისები: გამოთვლითი სისტემების გადაწყვეტილებები, ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების გადაწყვეტილებები; საკონტაქტო ცენტრები, მონიტორინგის სისტემები და ღრუბლოვანი სერვისები.

ვებ-გვერდი: www.c9.ge

 

C9 -ში, ვეძებთ გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტს.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბიზნეს პროცესების შიდა ნორმატიული დოკუმენტების შექმნის, მოძრაობის, მოდერნიზაციის პროცესის წარმოება;
  • დოკუმენტების მართვის პროცესის მონიტორინგი, დოკუმენტების ელექტრონული ბაზის წარმოება, შენახვა და განახლება, თანამშრომლებისათვის შიდა დოკუმენტების საბოლოო ვერსიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან ურთიერთობა;
  • ფასების მონიტორინგი;
  • ინვოისიების მომზადება;
  • შიდა ნორმატიული დოკუმენტების წესების და თაიმლაინების დარღვევასთან დაკავშირებული საოპერაციო ინციდენტების მოკვლევა, რეგისტრაცია და მონიტორინგი;
  • რისკების შემცირებისთვის მოქმედების გეგმების შემუშავება და მისი დანერგვის პროცესის მონიტორინგი.

 

საკვალფიკაციო მოთხოვნები:

  • IT სფეროში, გაყიდვების ოპერაციების განხრით მუშაობის გამოცდილება;
  • სამუშაო გამოცდილება, ისეთი მწარმოებლების აპარატურასთან, როგორიც არის: Dell, HP, Lenovo, VMware, Cisco,  Fortinet, Aruba, Juniper. (ჩამოთვლილი მწარმოებლების მიერ, გაცემული სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე , რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

კომპეტენციები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

 

სამუშაო გრაფიკი:

  • სრული.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@c9.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი