ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
02 ივლ - 22 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

C9 - ICT გადაწყვეტილებების პროვაიდერი კომპანიაა. ჩვენი მიზანი, კორპორაციული და საჯარო სექტორისათვის, თანამედროვე ტექნოლოგიური პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების მიწოდებაა.

კომპანიის ძირითადი სერვისები: გამოთვლითი სისტემების გადაწყვეტილებები, ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების გადაწყვეტილებები; საკონტაქტო ცენტრები, მონიტორინგის სისტემები და ღრუბლოვანი სერვისები.

ვებ-გვერდი: www.c9.ge

 

C9 -ში, ვეძებთ ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების ინჟინერს.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების გადაწყვეტილებების მიმართულებით, კომპანიის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილების მიღება.
  • ტექნიკური ამოცანების გაანალიზება, გადაწყვეტილებების შემუშავება და პრეზენტირება.
  • ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების არქიტექტურის შემუშავება, იმპლიმენტაციის დაგეგმვა და შემდგომი ინტეგრაცია.
  • ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების პროდუქტებისათვის დოკუმენტაციის შედგენა. (ქართულ და ინგლისურ ენაზე)

 

საკვალფიკაციო მოთხოვნები:

  • ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების მუშაობის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა.
  • სამუშაო გამოცდილება, ისეთი მწარმოებლების აპარატურასთან, როგორიც არის: Cisco, Fortinet, HPE Aruba, Palo Alto, Juniper. (ჩამოთვლილი მწარმოებლების მიერ, გაცემული სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად)
  • Software Defined Network-ის ბაზაზე შემუშავებული ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების სიღრმისეული ცოდნა. (Python - ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • კონფიგურაციის მენეჯმენტის ინსტრუმენტების, როგორებიც არის Puppet და Ansible  ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი- პარასკევი  (10:00 – 18:00)

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@c9.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

 

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ტელეკომუნიკაციების მართვა,
უსადენო ქსელების ინჟინერია