- სრული განაკვეთი


C9 - ICT გადაწყვეტილებების პროვაიდერი კომპანიაა. ჩვენი მიზანი, კორპორაციული და საჯარო სექტორისათვის, თანამედროვე ტექნოლოგიური პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების მიწოდებაა.
კომპანიის ძირითადი სერვისები: გამოთვლითი სისტემების გადაწყვეტილებები, ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების გადაწყვეტილებები; საკონტაქტო ცენტრები, მონიტორინგის სისტემები და ღრუბლოვანი სერვისები.
ვებ-გვერდი: www.c9.ge
C9 -ში, ვეძებთ სისტემური გადაწყვეტილებების ინჟინერს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სერვერული და მონაცემთა სანახი სისტემების გადაწყვეტილებების მიმართულებით, კომპანიის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილების მიღება.
- ტექნიკური ამოცანების გაანალიზება, გადაწყვეტილებების შემუშავება და პრეზენტირება.
- სერვერული და მონაცემთა სანახი სისტემების არქიტექტურის შემუშავება, იმპლიმენტაციის დაგეგმვა და შემდგომი ინტეგრაცია.
- დანერგილი გადაწყვეტილებებისთვის დოკუმენტაციის შედგენა. (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
საკვალფიკაციო მოთხოვნები:
- სერვერების და მონაცემთა სანახი სისტემების მუშაობის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა.
- ვირტუალიზაციის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა.
- სამუშაო გამოცდილება, ისეთი მწარმოებლების აპარატურასთან, როგორიც არის: Dell EMC, HPE, Lenovo, Nutanix, Vmware. (ჩამოთვლილი მწარმოებლების მიერ, გაცემული სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად)
- HCI-ის გადაწყვეტილებების ცოდნა და მასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება.
- AWS – ის ძირითადი სერვისების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- კონტეინერული სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი:
-
ორშაბათი- პარასკევი (10:00 – 18:00)
ჩვენ გთავაზობთ:
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@c9.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.