HR ოფიცერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1000
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
22 ივნ - 22 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ენთები წარმოადგენს ფინანსური სერვისების მომსახურების აუთსორს კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ბუღალტრულ, საფინანსო და საგადასახადო სერვისებს. ჩვენი კლიენტები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო, მცირე და საშუალო საწარმოები. კომპანია დაარსდა 2015 წელს და ამჟამად ემსახურება 250-ზე მეტ მომხმარებელს.

შპს ენთები აცხადებს ვაკანსიას HR ოფიცრის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  •  თანამშრომელთა მოძიებისა და შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა;
  •  თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების შემუშავება/განახლებაში ჩართულობა;
  • კანდიდატების მონაცემთა ბაზების წარმოება და ადმინისტრირება;
  •  დასაქმების პლატფორმებთან თანამშრომლობა;
  •  თანამშრომელთა ბაზის წარმოება და ადმინისტრირება, მათი პირადი საქმეების მართვა და შრომითი კონტრაქტების გაფორმება;
  •  კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად საოპერაციო პროცესების წარმართვა: თანამშრომლის აყვანა, როტაცია, დაზღვევა, სარგებლები და სხვა;
  •  სხვადასხვა ტიპის ელექტრონული/მატერიალური ბრძანებების: დანიშვნის, გათავისუფლების, პოზიციის ცვლილების, ხელფასის ცვლილების, შვებულების, დეკრეტულ შვებულებაში გასვლა/შეწყვეტა/გაგრძელების, დისციპლინარული საქმეების ადმინისტრირება;
  •  საბონუსე და სამოტივაციო სისტემების შემუშავებაში ჩართულობა;
  •  საბონუსე სქემების ადმინისტრირება;
  •  თანამშრომლების სამუშაო განრიგების ადმინისტრირება, კონტროლი;
  •  თანამშრომელთა ანაზღაურების (Payroll) ფაილის მომზადება;
  •  თანამშრომლებისთვის იუზერების შექმნისა და სხვადასხვა სახის პროგრამებში მათი დამატების უზრუნველყოფა;
  •  კომპანიაში არსებული დღესასწაულების დაგეგმვა/ ორგანიზება;
  •  HR მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება სასურველია სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
  •  HR მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
  •  საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  •  საოფისე პროგრამების (word, Excel, Power Point) ცოდნა შესასრულებელი სამუშაოსთვის საჭირო დონეზე;
  •  ინგლისური ენის ცოდნა;
  •  სასურველია შრომითი კანონმდებლობის ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  •  პასუხისმგებლობა;
  •  ანალიტიკური აზროვნება;
  •  ორგანიზებულობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

სამუშაო გრაფიკი/პირობები:

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 სთ.

ხელზე ასაღები ხელფასი - 800-1000 ლარი.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@ants.ge, სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ადამიანური რესურსები
HR სპეციალისტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი