Campaign Manager
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
22 ივნ - 22 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანიის შესახებ

Veli.Store არის ონლაინ ვაჭრობის ვებგვერდი, სადაც წარმოდგენილია წამყვანი ბრენდების პროდუქცია. ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ვებგვერდზე შეიძინონ წვრილი ტექნიკა, საოჯახო ქიმია, თავის მოვლის საშუალებები, საოჯახო ნივთები, წიგნები, საკანცელარიო პროდუქცია და ყველაფერი ის, რაც თანამედროვე სამყაროში კომფორტულ ცხოვრებას აადვილებს. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდები. ჩვენ გამოგვარჩევს მომხმარებელზე ორიენტირება, მომსახურების მაღალი ხარისხი და სწრაფი და იაფი მიწოდება.

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მომხმარებლებს ჰქონდეთ სწრაფი წვდომა მათთვის სასურველ პროდუქტებზე, არამედ შევქმნათ სასიამოვნო და ზრდაზე ორიენტირებული გარემო ჩვენი თანამშრომლებისთვის.

კომპანია 2021 წლის გაზაფხულზე, აჭარა ჯგუფის ფარგლებში შეიქმნა და დეკემბრიდან ოფიციალურად შეუერთდა ელექტრონული ვაჭრობის ბაზარს.

veli.store-ს გუნდი ეძებს Campaign Manager-

 

ძირითადი მოვალეობები:

  • Veli.store-ის მომხმარებლების სეგმენტაციის განსაზღვრა და კონკრეტულ სეგმენტზე  მორგებული აქტივაციის კამპანიების შექმნა;
  • აკვიზიცია რეაქტივაციისთვის SMS & ნიუსლეთერის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება;
  • ქონთენთის შექმნა და საკომუნიკაციო დროის განსაზღვრა; 
  • ავტომატური კომუნიკაციის ფლოუების შემუშავება და დანერგვა;
  • SMS და ნიუსლეთერის კამპანიების შედეგების მონიტორინგი და ანალიზი;
  • კამპანიების და საკომუნიკაციო მესიჯების ბიუჯეტის შედგენა, მართვა და პროგნოზირება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი  გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა; (Word, Excel, Power Point);

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობისა და კონკურენტული პრიორიტეტების მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრეატიულობა;
  • გაყიდვებზე ორიენტირებული ქოფის წერის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;

 

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@veli.store სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "Campaign Manager".

 

 

 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
კონტენტ მენეჯერი