ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ოფიცერი
მარნეული
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ერთ წელზე ნაკლები
  • რუსული
22 ივნ - 07 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოდგენილია 23 ფილიალითა და სერვის ცენტრით, 10 დიდ ქალაქში.  კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რაც განპირობებულია ორგანიზაციაში მოქმედი  სწავლებისა და დასაქმებულთა განვითარების კომპლექსური სისტემით.  

მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სვის კაპიტალი“ სტაბილურ კომპანიად შეფასდა და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური კომპანიის ('B'; Outlook Stable) რეიტინგი მიენიჭა; 

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ოფიცრის პოზიციაზე  თბილისის ფილიალებში. 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ახალი კლიენტების მოზიდვა; 
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი; 
  • კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი; 
  • საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა; 
  • სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა; 
  • საკრედიტო პორთველის მართვა. 

  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი  განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით; 
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში; 
  • ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. 

  

სხვა მოთხოვნები: 

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; 
  • ეფექტური გაყიდვების უნარი; 
  • მოქალაქეთა მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად; 
  • გუნდში მუშაობის უნარი; 
  • მიზანსწრაფულობა; 
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • სისხარტე მუშაობაში; 
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი. 

 
სამუშაო პირობები: 

  • სრული განაკვეთი;  
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე. 
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად. 

 

 

გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 06.07.2022წ.-სა. 

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ იმ ვაკანსიის/პოზიციის დასახელება და ქალაქი,  რომელზეც აგზავნით განაცხადს. 

საბანკო
ბიზნეს დაკრედიტება