ანაზრაურებადი სტაჟირება/მიკრო ბიზნეს  და აგრო სესხების ოფიცერი
თბილისი, თელავი, რუსთავი, გურჯაანი, ბათუმი, ქუთაისი
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
  • ერთ წელზე ნაკლები
  • რუსული
22 ივნ - 22 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოდგენილია 23  ფილიალითა და სერვის ცენტრით, 10 დიდ ქალაქში.  კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რაც განპირობებულია ორგანიზაციაში მოქმედი  სწავლებისა და დასაქმებულთა განვითარების კომპლექსური სისტემით.  

მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სვის კაპიტალი“ სტაბილურ კომპანიად შეფასდა და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური კომპანიის ('B'; Outlook Stable) რეიტინგი მიენიჭა; 

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ანაზრაურებადი სტაჟირების ვაკანსიას მიკრო ბიზნეს  და აგრო სესხების ოფიცრის სტაჟიორის თანამდებობაზე ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. რუსთავში, ქ. გურჯაანში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში.

შერჩეული კანდიდატები შეძლებენ დაეუფლონ ბიზნეს დაკრედიტების ოფიცრის პროფესიას და მიიღონ დასაქმების შანსი; 

 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ახალი კლიენტების მოზიდვა; 
  • მარკეტინგული აქტივობებში მონაწილეობის მირება; მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი; 
  • კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი; 
  • საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა; 
  • სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა; 
  • საკრედიტო პორთველის მართვა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; 
  • რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. 

 

სხვა მოთხოვნები: 

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; 
  • ეფექტური გაყიდვების უნარი; 
  • მოქალაქეთა მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად; 
  • გუნდში მუშაობის უნარი; 
  • მიზანსწრაფულობა; 
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • სისხარტე მუშაობაში; 
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი. 

 
სამუშაო პირობები: 

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;  
  • სტაჟირების პერიოდი: 2 თვე. 
  • ანაზღაურებადი სტაჟირება. 
  • წარმატებულ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს მიკრო ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ოფიცრის პოზიციაზე; 

 

გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge  

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - “ Micro Business loans’ Intern officer". 

საბანკო
სტაჟიორი (საბანკო)