ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
22 ივნ - 22 ივლ
ვიპ CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია

ალაგი ლოგისტიკს გახლავთ საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია. ჩვენი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის უმაღლესი მომსახურების მიწოდებაა.

მომხმარებელთა მოთხოვნებისა და სურვილების ზრდასთან ერთად, დროთა განმავლობაში ჩვენი კომპანია ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა „ალაგის“ ზრდა-განვითარება და დამატებითი ადამიანური რესურსის მოზიდვა. ამასთან დაკავშირებით, „ალაგი ლოგისტიკს“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

 

მოვალეობები:

  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
  • კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონტროლი;
  • პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) შექმნაში მონაწილეობის მიღება, შენახვა, დაარქივება;
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება, გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება და შესაბამის უწყებაში წარდგენა;
  • საჭიროების შემთხვევაში ფინანსური უწყისებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
  • გაწეული მომსახურების მომგებიანობისა და მარჟების ანალიზი;
  • კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათი მინიმიზაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში, აუდიტორულ კომპანიასთან კომუნიკაცია და შესაბამისი დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;
  • სხვა ბუღალტრული საქმიანობები, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
  • ბუღალტერი ანგარიშვალდებულია კომპანიის დირექტორისა და დამფუძნებლების მიმართ.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია RS.GE-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • აუცილლებელია საბუღალტრო პროგრამა „ბალანსის“ ცოდნა;
  • აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით;
  • აუცილლებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word);
  • სასურველია ლოჯისტიკურ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ორგანიზების, დაგეგმვის და მონიტორინგის უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარები;
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი

 

სამუშაო პირობები:

  • განრიგი : 10:00-18:00  ორშ-პარ
  • მისამართი: ც.დადიანის #7
  • შრომითი ხელშეკრულება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

 

კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)