- სრული განაკვეთი
- 500 - 500+ ბონუსი


გლობუსი აცხადებს ვაკანსიას საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი. ბეჟან კალანდაძის ქ. 8
გლობუსი არის კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს პრობლემური პორტფელის მართვის მოქნილ სერვისს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული ზრდისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებთან კონტაქტი; (მონაცემთა ბაზების მეშვეობით კლიენტებთან უშუალო და სატელეფონო კონტაქტი);
- მიმდინარე ვადაგადაცილებული / პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი;
- კლიენტებისთვის პირობების შეთავაზება და რესტრუქტურიზაციის გაფორმება;
- დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;
მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
პიროვნული და სხვა უნარჩვევები:
- დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი.
- მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
- შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
გთავაზობთ : განვითარებას და კარიერულ წინსვლას; სასიამოვნო სამუშაო გარემოს;მოქნილ სამუშაო გრაფიკს; ჯანმრთელობის დაზღვევას;
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
მცოცავი გრაფიკი - 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება 09:30 - დან 20:30 -მდე ; ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში და თუ ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: m.batsashvili@pab.ge