მონაცემთა დამუშავების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
22 ივნ - 22 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„რუსტარ  ონლაინი“  საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის,  „რუსტარ ტურიზმის“ პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი „რუსტარი“ უკვე 15 წელია  ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას  6 ქვეყანაში:

არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი, მალდივები, სეიშელის კუნძულები და თურქეთი.  საქართველოში კომპანია 5 წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას.   

ჩვენი გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს,  სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს  და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. 

„რუსტარ ონლაინი“  აცხადებს ვაკანსიას „მონაცემთა დამუშავების მენეჯერი“ პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში. 

 

მოვალეობები: 

  • მიღებული მონაცემების შემოწმება და კომპანიის სამუშაო სისტემაში ასახვა; 
  • კომპანიის პარტნიორებთან  ურთიერთობა; 
  • მაილების შემოწმება/მონიტორინგი; 
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის მითითებით, სხვა დავალებების შესრულება; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ინგლისურის ცოდნა  (სასურველია რუსულის ცოდნა) 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა  (მათ შორის Excel); 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა , პუნქტუალობა; 

 

სამუშაო დღეები: კვირაში 5  დღე; დასვენება 2 დღე.  

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: vacancy@rustaronline.ge  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: 

  • შერჩევა მიღებული განაცხადებისა და რეზიუმეების საფუძველზე 
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან

 

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.rustartourism.com  

ადმინისტრაცია
მონაცემთა დამუშავების ოპერატორი