მთავარი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
22 ივნ - 22 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მთავარი ბუღალტერი (თბილისი) 

საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია ვოლიფეი ( https://wallypay.eu ) აცხადებს ვაკანსიას მთავარ ბუღალტრის პოზიციაზე, თბილისში  

  

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, მოქმედი კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მისი შედეგების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების სრულ აღრიცხვას და საბუღალტრო ანგარიშებსა და ანგარიშგებებში მათი მოძრაობების ასახვა. 
  • კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო დეკლარაციების შევსებასა და შესაბამის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო (ამ უკანასკნელის საჭიროების შემთხვევაში) ორგანოებში გადაგზავნა. 
  • კომპანიის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა, მონიტორინგი და გატარება კომპანიის საოპერაციო პროგრამა „ალტა“-ში. 
  • აგენტებთან და სხვადასხვა პარტნიორებთან სხვადასხვა პერიოდულობით ფინანსური ურთიერთშედარების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში შედარებისას გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრა. 
  • კომპანიის საოპერციო საქმიანობასთქან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების წარმოება. 
  • საქართველოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშგება და შესაბამისობა 

 

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • საფინანსო/საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; 
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; 
  • საბანკო პროგრამების(ALTA-B6) და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და  მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა 
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა. 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  contact@wallypay.eu .   

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 19:00;  
 
გისურვებთ წარმატებას! 

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
მსგავსი განცხადებები