ბრენდ მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
22 ივნ - 22 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ორბიტა არის საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში რომელიც წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი იტორია.

 

..კომპანია ორბიტა   აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მჭიდროდ ითანამშრომლოს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტებთან მარკეტინგული კამპანიებისა და სტრატეგიების კონცეპტუალიზაციაზე.
  • დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებებსა და სავაჭრო შოუებში.
  • მოახდინოს ბრენდის პოზიტიური იმიჯის შექმნა/შენარჩუნება.
  • მოახდინოს ბრენდის მომხმარებელთა შეხედულებების ანალიზი;
  • ჩაატაროს შესაბამისი ღონისძიებები  და პრეზენტაციები სამიზნე აუდიტორიის მოსაზიდად;
  • მოახდინოს ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი.
  • ზედამხედველობა გაუწიოს ახალ და მიმდინარე მარკეტინგულ და სარეკლამო საქმიანობებს.
  • შეიმუიშავოს სტრატეგია ბრენდის პოპულარიზაციისა და გაყიდვიანობის ზრდისათვის.
  • განსაზღვროს ბრენდის მარკეტინგული ბიუჯეტი;
  • მოახდინოს ბრენდის სავაჭრო ობიექტებზე განთავსების სტრატეგიის შემუშავება;
  • მიიღოს მონაწილეობა გაყიდვებისა და შესყიდვების დაგეგმარებაში;
  • აწარმოოს მოლაპარაკებები მარკეტინგულ კომპანიებთან და პარტნიორებთან;
  • ბრენდთან კავშირში აწარმოოს სხვადასხვა სახის რეპორტები;

 

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა, სასურველია  პროგრამის 1C ცოდნა;

 

 

პირობები და ბენეფიტები:

  • სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება)
  • დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;

 

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.

 

გისურვებთ წარმატებებს !

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი