- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი


კომპანია ორბიტა არის საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში რომელიც წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი იტორია.
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მჭიდროდ ითანამშრომლოს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტებთან მარკეტინგული კამპანიებისა და სტრატეგიების კონცეპტუალიზაციაზე.
- დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებებსა და სავაჭრო შოუებში.
- მოახდინოს ბრენდის პოზიტიური იმიჯის შექმნა/შენარჩუნება.
- მოახდინოს ბრენდის მომხმარებელთა შეხედულებების ანალიზი;
- ჩაატაროს შესაბამისი ღონისძიებები და პრეზენტაციები სამიზნე აუდიტორიის მოსაზიდად;
- მოახდინოს ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი.
- ზედამხედველობა გაუწიოს ახალ და მიმდინარე მარკეტინგულ და სარეკლამო საქმიანობებს.
- შეიმუიშავოს სტრატეგია ბრენდის პოპულარიზაციისა და გაყიდვიანობის ზრდისათვის.
- განსაზღვროს ბრენდის მარკეტინგული ბიუჯეტი;
- მოახდინოს ბრენდის სავაჭრო ობიექტებზე განთავსების სტრატეგიის შემუშავება;
- მიიღოს მონაწილეობა გაყიდვებისა და შესყიდვების დაგეგმარებაში;
- აწარმოოს მოლაპარაკებები მარკეტინგულ კომპანიებთან და პარტნიორებთან;
- ბრენდთან კავშირში აწარმოოს სხვადასხვა სახის რეპორტები;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა, სასურველია პროგრამის 1C ცოდნა;
პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება)
- დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს !