ბიზნეს ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
22 ივნ - 22 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ორბიტა არის საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში რომელიც წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი იტორია.

 

შ..კომპანია ორბიტა   აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
  • არსებული რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია;
  • ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
  • ბაზის მონიტორინგი დადგენილი პროცედურით და შესაბამისი პირების ინფორმირება საჭიროებისამებრ;
  • მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • გაყიდვების გუნდის ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფა;
  • გაყიდვებზე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება კომპანიის გაყიდვების თითოეული თანამშრომლის ჭრილში; 
  • საწყობის მარაგებისა და შეკვეთების ანალიზი;
  • ანალიზიდან გამომდინარე რეკომენდაციების/პროგნოზების შემუშავება და რეპორტინგი შესაბამის დეპარტამენტთან;
  • საქონლის ბრუნვადობის სისტემატიური ანალიზი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით;

 


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მათემატიკისა ან სხვა ტექნიკურ დარგში;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა, სასურველია  პროგრამის 1C ცოდნა;

 

 

პირობები და ბენეფიტები:

  • სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება)
  • დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.

 

გისურვებთ წარმატებებს !

 

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური ანალიტიკოსი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
Girteka
თბილისი