- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი


კომპანია ორბიტა არის საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში რომელიც წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი იტორია.
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
- არსებული რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია;
- ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
- ბაზის მონიტორინგი დადგენილი პროცედურით და შესაბამისი პირების ინფორმირება საჭიროებისამებრ;
- მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- გაყიდვების გუნდის ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფა;
- გაყიდვებზე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
- პერიოდული ანგარიშების მომზადება კომპანიის გაყიდვების თითოეული თანამშრომლის ჭრილში;
- საწყობის მარაგებისა და შეკვეთების ანალიზი;
- ანალიზიდან გამომდინარე რეკომენდაციების/პროგნოზების შემუშავება და რეპორტინგი შესაბამის დეპარტამენტთან;
- საქონლის ბრუნვადობის სისტემატიური ანალიზი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მათემატიკისა ან სხვა ტექნიკურ დარგში;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა, სასურველია პროგრამის 1C ცოდნა;
პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება)
- დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს !