მაღაზიათა ქსელის საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
22 ივნ - 21 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

“დრესაპ ჯგუფი“ უკვე 28 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდებს: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi`s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder და სხვა. 
 
კომპანია წარმოდგენილია 42 მაღაზიით თბილისში, 5 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.  

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიათა ქსელის საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში:  

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: 

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო; 
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა; 
  • მზარდი ბიზნესი; 
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა; 
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა; 
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები; 
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;  
  • ფიტნეს ბარათი; 
  • შიდა პროდუქციაზე ფასდაკლება.  

 

ფუნქციები და მოვალეობები: 

  • კომპანიის მაღაზიათა ქსელის მართვა; 
  • მაღაზიის თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინირება და მათი სამუშაოს შესრულების შეფასება;  
  • მაღაზიათა ქსელის თანამშრომლების პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; 
  • შიდა სამოტივაციო სქემების შემუშავება/დაკორექტირება და დანერგვა;  
  • მაღაზიაში წარმოქმნილ რთულ, კონფლიქტურ სიტუაციებში სრული ჩართულობა, კონფლიქტის მართვა და შემდგომი მონიტორინგი; 
  • მაღაზიის თანამშრომლების მიერ მომსახურების სტანდარტების, სამუშაოს აღწერილობის, დრესკოდისა და შინაგანაწესის პუნქტების შესრულების მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; 
  • მაღაზიათა ქსელის თანამშრომლებისათვის დაგეგმილი სწავლებისა და განვითარების გეგმაში (ტრენინგები/ატესტაციები) ჩართულობა;  
  • საოპერაციო დეპარტამენტის გუნდის მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა;  
  • არსებულ და პოტენციურ მეიჯარეებთან ურთიერთობა საიჯარო პირობების, ახალი პროექტებისა და სხვა საკითხებზე; 
  • ახალი მაღაზიების გახსნის პროცესში აქტიური ჩართულობა.   

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;  
  • საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება საცალო ვაჭრობის ქსელში მუშაობას);  
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება;  
  • Ms Office-ის ცოდნა (Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა); 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;  
  • თანამშრომლებისათვის მოტივაციისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის უნარი; 
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი; 
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; 
  • თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის მოტივაცია; 
  • საქმის  დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი; 
  • ანალიტიკური უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;  
  • მოქნილობა და ოპერატიულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • კეთილსინდისიერება. 

 

 

კანდიდატთა შერჩევა 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „მაღაზიათა ქსელის საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი“.  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

გისურვებთ წარმატებას!  

 

TOP მენეჯმენტი
საოპერაციო დირექტორი/COO