- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 3 - 5 წლამდე
- ინგლისური,რუსული


“დრესაპ ჯგუფი“ უკვე 28 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდებს: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi`s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 42 მაღაზიით თბილისში, 5 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიათა ქსელის საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში:
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
- მზარდი ბიზნესი;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
- ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ფიტნეს ბარათი;
- შიდა პროდუქციაზე ფასდაკლება.
ფუნქციები და მოვალეობები:
- კომპანიის მაღაზიათა ქსელის მართვა;
- მაღაზიის თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინირება და მათი სამუშაოს შესრულების შეფასება;
- მაღაზიათა ქსელის თანამშრომლების პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- შიდა სამოტივაციო სქემების შემუშავება/დაკორექტირება და დანერგვა;
- მაღაზიაში წარმოქმნილ რთულ, კონფლიქტურ სიტუაციებში სრული ჩართულობა, კონფლიქტის მართვა და შემდგომი მონიტორინგი;
- მაღაზიის თანამშრომლების მიერ მომსახურების სტანდარტების, სამუშაოს აღწერილობის, დრესკოდისა და შინაგანაწესის პუნქტების შესრულების მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
- მაღაზიათა ქსელის თანამშრომლებისათვის დაგეგმილი სწავლებისა და განვითარების გეგმაში (ტრენინგები/ატესტაციები) ჩართულობა;
- საოპერაციო დეპარტამენტის გუნდის მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა;
- არსებულ და პოტენციურ მეიჯარეებთან ურთიერთობა საიჯარო პირობების, ახალი პროექტებისა და სხვა საკითხებზე;
- ახალი მაღაზიების გახსნის პროცესში აქტიური ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება საცალო ვაჭრობის ქსელში მუშაობას);
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება;
- Ms Office-ის ცოდნა (Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- თანამშრომლებისათვის მოტივაციისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის უნარი;
- კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
- მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის მოტივაცია;
- საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
- ანალიტიკური უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოქნილობა და ოპერატიულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კეთილსინდისიერება.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „მაღაზიათა ქსელის საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!