შერჩევის სპეციალისტი
თბილისი
„ჯი-ემ-თი გასტრონომია“
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
22 ივნ - 21 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ჯი-ემ-თი გასტრონომია“ აცხადებს ვაკანსიას შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

„ჯი-ემ-თი გასტრონომია“ აერთიანებს განსხვავებული კონცეფციის ოთხ სარესტორნო სივრცეს. მის შემადგენლობაში შედის ფუნიკულიორის კომპლექსი, სახაბაზო „პური გულიანი“, გასტრონომიული დუქანი „რიგი“ და „პური გულიანი ექსპრესი“.

კომპანიის მთავარი ამოცანაა სტუმარმასპინძლობის სფეროში საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ახალი და მრავალფეროვანი პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  შერჩევის სრული ციკლის მართვა;
  •  პერსონალის შერჩევა და განაწილება მათი კვალიფიკაციის, უნარების, პიროვნული და საქმიანი თვისებების შეფასების საფუძველზე;
  •  საკადრო რესურსის საჭიროების პროგნოზირება;
  •  შრომის ბაზრის შესწავლა; კადრებზე მოთხოვნის დაკმაყოფილების წყაროების განსაზღვრა;

 

მოთხოვნები:

  •  განათლება შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროში;
  •  სამუშაო გამოცდილება 1 წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
  •  უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
  •  ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  •  გუნდში მუშაობის უნარი;

 

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება HR დეპარტამენტსა და გენერალურ მენეჯმენტთან;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@gmtgroup.ge სათაურის ველში მიუთითეთ “შერჩევის სპეციალისტი“

 

გისურვებთ წარმატებას!

ადამიანური რესურსები
HR სპეციალისტი