მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
22 ივნ - 21 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. “ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მოსმახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.  ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 13 ფილიალს საქართველოს მაშტაბით.

 

სამუშაო განრიგი: სრული

სამუშაო დრო: ორშაბათი–პარასკევი 09:00–18:00 სთ

ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბაზრის კვლევის წარმოება;
  • ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
  • კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მარკეტინგული ანალიზების გაკეთება;
  • ექსპორტის მიმართულების განვითარების მიზნით მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
  • პრეზენტაციებისა და პროექტების მომზადება;
  • მარკეტინგული აქტივობების წარმართვა;
  •  ბრენდის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  •  ბაზარზე კომპანიის პოლიტიკის შესაბამისი იმიჯის დამკვიდრება;
  •  კონკურენტების შესახებ ინფორმაციის გაანალიზება და იდეების დაყენება;
  •  ორგანიზაციის მარკეტინგული და პიარ სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
  •  კომპანიის და თითოეული პროდუქტის სარეკლამო სტრატეგიის შექმნა;
  •  საფასო პოლიტიკის განვითარება;
  •  ახალ პროდუქტებსა და ბრენდებზე მუშაობა;
  •  სარეკლამო სააგენტოებსა და კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
  •  გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  •  სხვადასხვა სახის ღონისძიებებში ორგანიზაციის მონაწილეობის ორგანიზება (გამოფენები, პრეზენტაციები და ა.შ.);
  • კომპანიის ფეისბუქ გვერდისა და ვებ გვერდის მართვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება კომერციისა და მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო და წერით დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის (Word, Excel) Power Point; Photo Shop სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია CorelDRAW პროგრამის ცოდნა;
  • სასურველია APEX პროგრამის ცოდნა.
     

პიროვნული თვისებები:

  • კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • სწორი კომუნიკაციის უნარი;
  • ბიუჯეტირების და მათემატიკური აზროვნების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 22  ივლისამდე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი