გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2500 - 5500+ ბონუსი
21 ივნ - 09 ივლ
სტანდარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

ბლუ უოთერსის გუნდი ეძებს ახალ წევრს!

Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციე წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ამ მიმართულებით ბლუ უოთერსი საქართველოში წარმოადგენს ისეთ ცნობილი და გამოცდილ კომპანიებს როგორიცაა TRAIDENIS, Eurobion, Ecolos და SANI.

ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდიში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.bluewaters.ge

ჩვენი ამჟამინდელი მიზანია მნიშვნელოვნად გავზარდოთ ადგილობრივი გაყიდვები და ავითვისოთ ახალი ბაზრები (აზერბაიჯანი, სომხეთი).

ცხადდება ვაკანსია გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

 

რატომ გამოცხადდა ვაკანსია:

გაფართოებასთან, მოთხოვნის და გაყიდვების მუდმივ ზრდასთან ერთად, ჩვენს კომპანიას სასწრაფოდ ჭირდება გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

ვის ვეძებთ:

ჩვენ ვეძებთ გაყიდვების დეპარტამენტის გამოცდილ ხელმძღვანელს, რომელიც შექმნის ჩვენს სფეროში საუკეთესო გაყიდვების გუნდს. იმიტომ, რომ ჩვენი მომხმარებლები იმსახურებენ არა მხოლოდ საუკეთესო დანადგარებს, არამედ გაყიდვებისადმი ყველაზე პროფესიონალურ მიდგომას. გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს ინგლისური და რუსული ენები.

პოზიციის მისაღებად რამდენიმე ეტაპის გადალახვა მოგიწევთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ საუკეთესო პირობები შევქმნათ ბაზარზე.

 

 

ჩვენი კომპანიის ფასეულობები:

  •  კარიერული განვითარების სურვილი
  •  სისწრაფე და მოქნილობა
  •  არასოდეს დანებდე
  •  ყოველთვის ისწრაფე განვითარებისკენ, ყოველ წუთს
  •  სრული პასუხისმგებლობა ყოველ სიტყვასა და მოქმედებაზე
  •  მიიყვანე ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე
  •  არ მოიტყუო. არასოდეს.
  •  იყავი ყოველთვის პოზიტიური და კრეატიული

 

Რა უნდა გააკეთო:

  •  გაყიდო პროდუქტი, რომლისთ გამოც არ შერცხვები მომხმარებლებთან
  •  გაყიდვების მენეჯერების შედეგების გაანალიზება/კონტროლი
  •  ანალიზის საფუძველზე გაყიდვების მენეჯერის სამუშაოს კორეტირება
  •  მენეჯერების კომპეტენციების გაუმჯობესება (გაყიდვის ტექნიკაზე მუშაობა, ტექნიკური ტრენინგის ჩატარება)
  •  დაამოტივირო გაყიდვების მენეჯერები, რომ მეტი გამოიმუშაონ
  •  განიხილო გაყიდვების დეპარტამენტთან კარგი და ცუდი გარიგებები
  •  მონაწილეობა მიიღოთ ბრიფინგებში მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად

 

რა პირობებს გთავაზობთ:

  •  საშუალო ხელფასი: 2,500 - 5,500 ლარი (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი)
  •  გადახდა თვეში 2-ჯერ
  •  რეალური კარიერული წინსვლის შესაძლებლობა კომერციული დირექტორის პოზიციამდე
  •  მენეჯერების სასწავლო სისტემაში ჩართვის შესაძლებლობა
  •  სპეციალიზირებული კურსები
  •  Bitrix24-ში მუშაობის შესაძლებლობა

 

სამუშაო განრიგი:

  •  5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე. შესაძლოა დისტანციურად (შეთანხმების შესაბამისად)
  •  ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

 

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://forms.gle/suuUYpRxdKEJNTgLA

ყურადღება! ვაკანსიაზე განაცხადები მიიღება 2022 წლის 8 ივლისამდე.

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი