დარბაზის მენეჯერი/ ადმინისტრატორი
- სრული განაკვეთი
- 1050 - 1050+ ბონუსი
21 ივნ - 21 ივლ
სტანდარტი


სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას დარბაზის მენეჯერის/ ადმინისტრატორის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!
ანაზღაურება: 1050 ლარიდან + ბონუსები
მოვალეობები:
- უზრუნველყოს სავაჭრო დარბაზის შეუფერხებელი მუშაობა
- ყურადღებას აქცევს და აკონტროლებს მომსახურე პერსონალის მხრიდან მომხმარებელთა მომსახურების დადგენილი სტანდარტების დაცვას;
- აკონტროლებს საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანას, დარბაზში შესული პროდუქციის რაოდენობის სისწორეს, ვადებს
- განიხილავს და ისმენს უკმაყოფილო მომხმარებელთა პრეტენზიებს და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს აღნიშნულ პრეტენზიათა აღმოფხვრისათვის;
მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- თანამშრომელთა შრომის გრაფიკის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და მართვის სტრუქტურის ცოდნა
- მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა
- შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე lana.kordzakhia@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995571442424; +995568718600; +995574115619.
გისურვებთ წარმატებებს!
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: + 995 32 2 907 907
ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი
გაყიდვები
ფილიალების ქსელი