- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: 10:00- დან 18:00 -მდე (ან 09:00-დან 17:00-მდე);
ძირითადი ფუნქციები:
- სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და კლინიკის შიდა მოთხოვნების შესაბამისად;
- სამედიცინო დოკუმენტაციასა და დამფინანსებლებთან გადაცემულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა;
- დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების კოდირების სისწორის უზრუნველყოფა სამედიცინო კლასიფიკატორის შესაბამისად;
- რეჰოსპიტალიზებული შემთხვევების/კლინიკური საკითხების განხილვა ექიმებთან ერთად;
- შესრულებული სამუშაოს წარდგენისათვის საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება; სახელმწიფო პროგრამებისა და სხვა კერძო სადაზღვევოებისთვის დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით;
- დამფინანსებლების (კერძო სადაზღვევო კომპანიები, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია/გამგეობები და სხვა) მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ოპტიმალურ ვადაში მიწოდების უზრუნველყოფა;
- სამედიცინო ქეისების EHR მოდულში გაგზავნის უზრუნველყოფა.
აუცილებელი ცოდნა:
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა (სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება №108/ნ; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანება №338/ნ; საქართველოს მთავრობის დადგენილება №36);
- სამედიცინო კლასიფიკატორების (ICD-10; NCSP) ცოდნა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
- ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
- სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ჯანდაცვის მენეჯმენტის კურსი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების დაცვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
- პასუხისმგებლობა;
- კონფიდენციალობა.
ენები:
- ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
- ინგლისური - სასურველია.
კომპიუტერული პროგრამები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამები
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.