უფროსი მოლარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000+ ბონუსი
01 ივლ - 21 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 574115619

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!  

 

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსები 

      

მოვალეობები:  

  • აწარმოებს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების პროცესის კონტროლს იმ დადგენილი წესის შესაბამისად, რომელიც მიღებულია კომპანიაში სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად. 
  • პასუხისმგებელია სალარო ოპერაციების სწორ წარმოებაზე. 
  • პასუხისმგებელია მომხმარებლის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების კონტროლზე. 
  • პასუხისმგებელია ეროვნული ბანკის კანონმდებლობის შესაბამისად ინკასაციის პროცესის შესრულებაზე. 
  • ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას. 
     

მოთხოვნები: 

  • მსგავს სფეროში მუშაობის  გამოცდილება 
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი 
  •  თანამშრომელთა შრომის გრაფიკის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და მართვის სტრუქტურის ცოდნა 
  • მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა 
  • შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.  
     

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: 

  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლიანობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 

 
 

 
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე lana.kordzakhia@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:

+995 571442424; +995 568718600; +995 574115619. 

გისურვებთ წარმატებებს! 

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ 

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი 

ტელ: + 995 32 2 907 907 

 

გაყიდვები
მოლარე