ბუღალტერი
ქობულეთი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • რუსული,თურქული
22 ივნ - 21 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საქართველოს ბაზარზე არსებული სადისტრიბუციო კომპანია შ.პ.ს. ,,PARK GIDA’’-აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. 

კომპანიას ბაზარზე გააქვს ალკოჰოლური სასმელები,წყალი და სადეზინფექციო საშუალებები საქართველოს ყველა რეგიონში.ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ მოტივირებულ გამოცდილ თანამშრომელს ამ სფეროში. თუ ეძებთ პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს ,,PARK GIDA’’ შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს.  

სამუშაო ადგილი: ქ.ქობულეთი,სოფ.ხუცუბანი. 

სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით ,9-სთ-დან 18-სთ-მდე. 

კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს როგორც საკუთარი საცალო ქსელის,ასევე საბითუმო გაყიდვის გზით; 

 

მოვალეობები: 
 

  • შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა კანონმდებლობის შესაბამისად; 
  •  ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა; 
  •  კომპანიის მიერ მიღებული ფულადი ნაკადების ყოველდღიური აღრიცხვა; 
  •  საგადასახადო დეკლარაციების შევსებაში მონაწილეობის მიღება; 
  • ყოველთვიური რეპორტების მომზადება; 
  •  დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება; 
  •  საბანკო ოპერაციების წარმოება/პროგრამაში ასახვა; 
  •  ერთჯერადი ღონისძიებების განხორციელება და დამატებითი ფუნქციების შეთავსება მიღებული დავალებების შესაბამისად. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  •   უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით; 
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სრულყოფილად; 
  •  საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების ცოდნა; 
  •  სავალდებულოა ბუღალტრული პროგრამების  ცოდნა  
  •  მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე 
  •  სასურველია რუსული ან თურქული  ენის ცოდნა. 
     

პიროვნული თვისებები: 

  •  ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი 
  •  მათემატიკური უნარები; 
  •  პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი; 
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი 
  •  პასუხისმგებლობა მოვალეობის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე. 

 

 
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV (შემდეგ მისამართზე:  tamarugulava123@gmail.com  

 

 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)