- სრული განაკვეთი
- ერთ წელზე ნაკლები
ვაკანსიის განაცხადი
უმცროსი დეველოპერი
კომპანია „ფასტფეი“ წარმატებით ფუნქციონირებს 2018-დან. შპს „ფასტფეი“ წარმოადგენს ფინანსურ კომპანიას, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ბაზარზე. კომპანიის მისიაა, დანერგოს ფულის ელექტრონულად მართვის თანამედროვე ტენდენციები საქართველოში.
კომპანია ,,ფასტფეი’’ აცხადებს ვაკანსიას ,,უმცროსი დეველოპერის “ - ს პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის 14 ბ
პოზიცია: დეველოპერი
სამუშაო საათები: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- კომპანიის შიდა მართვის აპლიკაციების შექმნა, ტექნოლოგია .NET , ენა C#;
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით სრული ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- პროგრამირების ენა/ტექნოლოგიის ცოდნა: .Net, C#, HTML, CSS, JavaScript, ASP.NET Razor.
- მონაცემთა ბაზის საწყისების ცოდნა: SQL Server.
- პროგრამირების საწყისების ცოდნა;
- ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საწყის დონეზე ცოდნა;
უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდთან მუშაობის უნარი;
- სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, მეგობრულ გარემოში;
- განვითარდეთ და მოახდინოთ თვითრეალიზაცია;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@fastpay.ge
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!
გისურვებთ წარმატებებს!