- სრული განაკვეთი
სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტო” აცხადებს მიღებას ახალგაზრდული ბანაკის ლიდერის პოზიციაზე.
განხორციელების პერიოდი:
- ბანაკი ანაკლიაში: აგვისტო - სექტემბერი; ნაკადის ხანგრძლივობა 7 დღე;
- ბანაკი შაორის ტბის მიმდებარედ: აგვისტო - სექტემბერი; ნაკადის ხანგრძლივობა 7 დღე;
ლიდერის ფუნქცია-მოვალეობები:
- ბანაკის დღის წესრიგის და ტექნიკური რეგლამენტის ცოდნა/დაცვა;
- ბანაკის მონაწილეთა ზედამხედველობა;
- მონაწილეებისთვის ბანაკის დღის წესრიგისა და ტექნიკური რეგლამენტის გაცნობა,
- მონაწილეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
- ბანაკის პროგრამული ნაწილის შესრულების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვასა და ჩატარებას;
- გუნდის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში;
- მონაწილეთათვის დღის განმავლობაში ბანაკის დღის წესრიგით გათვალისწინებული და განხორციელებული აქტივობების შეჯამება;
- აქტივობის/ღონისძიების განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარის მიღება-ჩაბარება და ზედამხედველობა;
- ბანაკის ხელძღვანელობასთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გაცვლის მიზნით;
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საქართველოში მცხოვრები ქმედუნარიანი მოქალაქე;
- განათლება: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა ან/და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტი/კურსდამთავრებული.
- სასურველია 14-18 წლის ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ახალგაზრდული პროექტების ორგანიზების გამოცდილება;
- სახელმწიფო ენის ცოდნა (სასურველია უცხო ენის ცოდნა);
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
- კრეატიულობა;
- კომუნიკაბელურობა.
- ასაკი: 20 წლიდან 30 წლის ჩათვლით.
სავალდებულო დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- რეზიუმე (CV) სახელმწიფო ენაზე;
- დიპლომის ასლი ან/და ცნობა სასწავლებლიდან: სტუდენტის სტატუსის შესახებ აგრეთვე, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტის ან კურსდამთავრებულის დამადასტურებელი დოკუმენტი. სტატუსშეჩერებული სტუდენტის შემთხვევაში წარმოადგინეთ შესაბამისი ცნობა სასწავლებლიდან.
- სამოტივაციო წერილი;
- რეკომენდაცია - სადაც მითითებულია: რეკომენდატორის სახელი - გვარი, ტელეფონის ნომერი, პოზიცია, ელექტრონული მისამართი. სარეკომენდაციო წერილი სავალდებულოა იყოს ხელმოწერილი რეკომენდატორის მიერ.
აღნიშნული დოკუმენტები კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr1@youthagency.gov.ge
განაცხადების მიღება გრძელდება 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტების ან/და განაცხადების მიღების ვადის დასრულების შემდეგ შემოსული განაცხადის შემთხვევაში, კანდიდატი არ განიხილება და ავტომატურად ეთიშება კონკურსს.
ლიდერების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
I ეტაპი - ლიდერობის მსურველთა მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა და გადარჩევა;
II ეტაპი - გადარჩეული კანდიდატების ჯგუფური გასაუბრება;
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ თეორიული ტრენინგი.
შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ ცნობა ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ.