გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
21 ივნ - 06 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

,,ჯორჯიან სერვის ნეთვორკი’’ („ჯი ეს ენი“) არის წამყვანი ქართული კომპანია, ფისკალური მოწყობილობების, ბიზნეს-სავაჭრო მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი 15 ფილიალით. ჩვენ ვართ ერთ -ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აქვს 11 წლიანი გამოცდილება ქართულ ბაზარზე. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.gsn.ge

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი („ჯი ეს ენი“) წერეთლის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

 

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ მოტივირებულ პროფესიონალს. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა, ამიტომ ვაფასებთ განსხვავებულობულობას გამოცდილების და იდეების გაზიარების თვალსაზრისით. როგორც ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას, გვაქვს მყარი ტრადიციები და მომავლის სტრატეგიული ხედვა. თუ ეძებთ დინამიურ, გამჭვირვალე, პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, თქვენთვის „ჯი ეს ენი“ შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს,

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი IV კურსის სტუდენტი)
  •  სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  •  ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერილობით, ასევე სასაუბრო დონეზე (B2)

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  ფილიალში მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება
  •  კლიენტის მოთხოვნის იდენტიფიცირება, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება
  •  საჭიროებიდან გამომდინარე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება
  •  პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაცნობა
  •  პოტენციური მომხმარებილისთვის პროდუქტების/სერვისების შეთავაზება/გაყიდვა
  •  პოტენციურ მომხმარებელთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა
  •  გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება

 

სამუშაო პირობები:

  •  ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 700 ლარი + ბონუსი
  •  მეგობრული და მამოტივირებელი სამუშაო გარემო
  •  სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 05 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge

 

იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი მონაცემების განხილვა, ელექტრონული ფოსტის ,,სათაურის ველში’’ (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი