კლიენტთა მომსახურების პროექტის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გერმანული
21 ივნ - 21 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

გერმანული კომპანია "სი ემ იქს სოლუშენს"-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანსა და თბილისში. მრავალენოვანი ქოლ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ და გამავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.

ამჟამად "სი ემ იქს სოლუშენს"-ი აცხადებს ვაკანსიას  კლიენტთა მომსახურების პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გარე და შიდა კლიენტებთან ურთიერთობა. შიდა დაინტერესებულ პირებთან, ოპერაციებთან დაკავშირებულ მიმართვებზე და კითხვებზე რეაგირება.
  • ამოცანის შესასრულებლად საჭირო კომპანიის რესურსების კოორდინირება
  • გუნდის და პროექტის  ლიდერების ორგანიზება და კოორდინირება, ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინდიკატორების მისაღწევად.
  • უკუკავშირის უზრუნველყოფა კლიენტებთან. მათი მოსაზრების და პრობლემების დამუშავება.
  • სხვადასხვა რეპორტების წარმოება, ანალიზი. პროცესების გაუმჯობესების გზების შეთავაზება.
  • მონაწილეობა ქოლ ცენტრის ოპერატორების შერჩევის პროცესში
  • გუნდის მართვა, თანამშრომლების განვითარებაზე, შენარჩუნებაზე ზრუნვა
  • კომპეტენციის ფარგლებში,ამოცანის შესასრულებლად სხვა დავალებების შესრულება

 

 

   საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • გერმანული ენის მაღალ დონეზე ფლობა, როგორც ზეპირი ისე წერილობითი ფორმით;
  • ინგლისური ენის ფლობა მინიმუმ B2 დონეზე
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე. სასურველია ქოლ ცენტრში მუშაობის გამოცდილება.
  • მონაცემების დამუშავების და ანალიზის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პრობლემების გადაჭრის უნარი
  • ორგანიზებულობა

 

სამუშაო საათები:

             ორშაბათი-პარასკევი, მოქნილი სამუშაო საათები 08:00-18:00 CET შუალედში

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV გერმანულ, ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: jobs@cmx-solutions.com

აპლიკაციის წარდგენით ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს "სიემიქს სოლუშენს"-მა რეკრუტირების პროცესთან დაკავშირებით შეინახოს ჩემ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და პერსონალური მონაცემები 3 წლის ვადით დასაქმების კამპანიაში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.

ამავე დროს ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი განვაცხადო თანხმობაზე, თუმცა ვიცი, რომ უარის შემთხვევაში შპს "სიემიქს სოლუშენს" ვეღარ შეძლებს ჩემთან დაკავშირებას სამომავლო პოტენციური რეკრუტირების პროცესში, იმ პოზიციებთან მიმართებით რომელიც შესაძლოა შესაფერისი იყოს ჩემი კანდიდატურისთვის.

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
ქუთაისი
თბილისი