მცხობელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • პროფესიული კოლეჯი
22 ივნ - 21 ივლ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ჩვენი რესტორანი სოლოლაკში, გერონტი ქიქოძის 16 ნომერში მდებარეობს და ბოლო ხუთი წელია განსხვავებული გემოვნების, პროფესიის, შეხედულებების და ეროვნების ადამიანებს უყრის თავს ერთ სივრცეში. 

ეზო არის ბავშვების, შინაური ცხოველების და ოჯახების საყვარელი ადგილი 2015 წლიდან. 

„ეზო“-ს ძალიან მეგობრული, ხალისიანი და მუდმივ წარმატებაზე ორიენტირებული გუნდი ეძებს ახალ წევრს - მცხობელს.  
 

ძირითადი მოვალეობები: 

  • არსებული რეცეპტურის და სტანდარტის მიხედვით ცომეულის მომზადება 
  • პროდუქტის ხარისხის, ვადების და სასაწყობე მარაგების კონტროლი 
  • საცხობის მაცივრების, დანადგარებისა და ღუმელების სისუფთავის უზრუნველყოფა 
  • დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი  
  • ჰიგიენის ნორმების დაცვა  

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • გუნდური მუშაობის უნარი;  
  • მსგავსი მიმართულებით პროფესიული განათლება (ჩაითვლება უპირატესობად); 
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. 

 

სამუშაო გრაფიკი: 14:00-23:00 

 

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოგვიგზავნე ელ. ფოსტაზე: communityezo@gmail.com გთხოვ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითო პოზიციის 

დასახელება - მცხობელი. 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მცხობელი