უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
21 ივნ - 20 ივლ
სტანდარტი


საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი“ ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანს უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!
ძირითადი მოვალეობები:
- დაინტერესებული პირებისთვის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (პროდუქტისა და მისი მახასითებლების გაცნობა);
- დაინტერესებულ პირებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
- რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: ttavberidze@prospect.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი,
უძრავი ქონება