საკრედიტო რისკების უფროსი მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • რუსული
20 ივნ - 02 ივლ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვაკანსიის დასახელება: საკრედიტო რისკების უფროსი მენეჯერი   

მომწოდებელი: Halyk Bank Georgia 

სამუშაო ადგილი:  თბილისი, სათავო ოფისი 

განაკვეთი: სრული 

 

ს/ს „ხალიკ ბანკი საქართველო“ (ს/ს „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“-ს შვილობილი ბანკი) აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო რისკების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე საკრედიტო რისკების დეპარტამენტში. 

 
პასუხისმგებლობები:    

  • ბიზნეს დაკრედიტების პროექტებზე ბანკის შიდა რეგულაციებზე დაყრდნობით შესაბამისი დასკვნების მომზადება  
  • საჭიროების შემთხვევებში საკრედიტო კომიტეტებში მონაწილეობის მიღება 
  • მონაწილეობა სესხების მიზნობრიობის მონიტორინგში და შესაბამისი დასკვნების/დოკუმენტაციის მომზადება; 
  • მსესხებლების პრუდენციული კოეფიციენტების გამოანგარიშება; 
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. 

 

 სავალდებულო მოთხოვნები:  

  • კომერციულ ბანკში ბიზნეს დაკრედიტების (კორპორატიული, SME)  ან/და საკრედიტო რისკების/საკრედიტო ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება  საბანკო საქმის, ეკონომიკის, მათემატიკის, ფინანსების ან ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროში,  
  • ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის პრინციპების, ფინანსური უწყისების ანალიზის საფუძვლიანი ცოდნა; 
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების ცოდნა; 
  • ქართული  და რუსული ენის კარგად  ცოდნა: 
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;  
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 

 
 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ან შეავსოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) და გამოგვიგზავნოთ თანდართული ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge  

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.   

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  "საკრედიტო რისკ-მენეჯერი“ 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:  01 ივლისი, 2022 წ. 
 

 
შენიშვნა:  მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. . 

 

საბანკო
საკრედიტო რისკები